პოლიტიკა

ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან.

როგორც BBC-ი იუწყება, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა, ასევე პრინცი უილიამი, ენდრიუ და ედვარდი უკვე ჩავიდნენ ბალმორალში.

ექიმები შეშფოთებულნი არიან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

„შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულნი არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და მას ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია