პოლიტიკა

ბროვარიში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა

ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ.

ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კლიმენკოს ცნობით, კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. 

„დღეს დილით 18 იანვარს, საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა ბროვარიში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა: მინისტრი, პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი“ – აცხადებს კლიმენკო.

მისი ცნობით, ჯამში ავიაკატასტროფას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 9 ვერტმფრენში იმყოფებოდა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია.

კლიმენკოს ინფორმაციით, დაშავებულია 22 ადამიანი, მათგან 10 ბავშვი და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია