პოლიტიკა

კანზას სითიში რუსეთის დახმარებისთვის აშშ-ის 2 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ აქსელროდის განაცხადებით, კანზას სიტიში აშშ-ის ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის ფედერაციის დახმარებისთვის. ისინი აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევით რუსეთში საავიაციო ტექნოლოგიების გაგზავნაში არიან ბრალდებულები. 

Reuters-ი წერს, რომ ამ საქმეზე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს პროკურორებთან თანამშრომლობს. “კირილ ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კანონების გვერდის ავლით, საავიაციო ტექნოლოგიების მიყიდვა კლიენტებზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც რუსული წარმოების თვითმფრინავებს მართავენ”, – ნათქვამია აქსელროდის განცხადებაში.

ბრალდებულები რუსეთში გასაგზავნ ტექნიკას საკუთარ კომპანიაში – KanRus Trading Company ამზადებდნენ, აყალბებდნენ საექსპორტო საბუთებს. მაგალითად, საბუთებში გასაგზავნ ადგილად რუსეთის, FSB-ს მაგივრად – გერმანია იყო მითითებული. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მაისში, ივნისსა და ივლისში საავიაციო ტექნოლოგიები კონტრაბანდულად სომხეთისა და კვიპროსის გავლით გადაიტანეს.

ახლა მათ ბრალად ედებათ – შეთქმულება, კონტროლირებადი საქონლის ლიცენზიის გარეშე ექსპორტი, გაყალბება და საექსპორტო ინფორმაციის არ მიწოდება და კონტრაბანდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია