პოლიტიკა

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს

    ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. 

  „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: „ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით – კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით – ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ“ , – აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...