პოლიტიკა

ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების გაწევის მიზნით თუ ჩავლენ, არანაირი საერთაშორისო ნორმების დარღვევა არ იქნება

ჩეხეთის პრეზიდენტი პიტერ პაველი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები უკრაინის ტერიტორიაზე დახმარების გაწევის მიზნით თუ ჩავლენ, ეს არანაირი საერთაშორისო ნორმების დარღვევა არ იქნება.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი მისია იყო განთავსებული, რომელშიც 15 ქვეყნის 1000 მდე სამხედრო მონაწილეობდა.

თუ ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, შევძლებდით მოლაპარაკებას, რომ, მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უკრაინელი სამხედროები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში გადავამზადოთ, ნატო-ს ინსტრუქტორები გავაგზავნოთ უკრაინის ტერიტორიაზე და იქ გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები“, – განაცხადა პაველმა.

პაველმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან  გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროპამ არ უნდა შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია