პოლიტიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

  ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო.

  როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“.

  ამასთან, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე – დონეცის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შედეგები.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...