პოლიტიკა

ჩინეთი და რუსეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ საჰაერო და საზღვაო წვრთნებს იწყებენ

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა.  ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათი თქმით, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”.

წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“ მიმდინარეობს რაც ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს. რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება.

ჩინური სახელმწიფო გამოცემა, Global Times-ი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები წვრთნებში ჩინეთთან ერთად ჩაერთვება.

ასევე ნახეთ

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია