პოლიტიკა

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრებიან. ინფორმაცია ტელეკომპანია „ბიბისი“ ინდონეზიის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს არის პირველი დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიზე დაგეგმილ სამიტზე ჩავლენ. ამასთან, ეს იქნება პირველი გლობალური სამიტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიმართება.

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტისთვის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერშია დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია