პოლიტიკა

ჩინეთში მიმდინარე ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი აირჩიეს

 ჩინეთში  მიმდინარე კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა.
 
 ყრილობაზე მე-3 ვადით პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს სი ძინპინი, რომელმაც დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საკმაოდ საინტერესო და ხისტი განცხადებები გააკეთა.
 პირველ რიგში, სი ძინპინმა დაადასტურა, რომ ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ვალია ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ტაივანის ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებით მიიღწევა, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ტაივანის  სეპარატისტული მთავრობის უარყოფისა, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ტაივანის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა, ისევე როგორც ეს მოხდა ჰონგ-კონგში, თუმცა არასოდეს გამორიცხავს, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოყენებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიას,სი ძინპინმა დაავალა სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების პროგრამა დაჩქარდეს.
 
 ჩინეთის ლიდერი შეეხო საერთაშორისო  ურთიერთობებსაც და აღნიშნა, რომ მალე მსოფლიო კვლავ ორ პოლუსიანი გახდება, განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში(აშშ-ჩინეთი), რაც ნიშავს იმას, რომ სი ძინპინის მე-3 ვადით არჩევა მკვეთრად აისახება ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე და მის საგარეო სტრატეგიულ მიზნებზე.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია