ჩრდილოეთ კორეამ კონტინტენთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ -17“ გამოსცადა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, რაკეტის გაშვებას სახელმწიფოს ლიდერი კიმ ჩენ ინი, ქალიშვილთან ერთად დაესწრო, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
გოგონას სავარაუდოდ, კიმ ჩუ-აე ქვია და ის კიმ ჩენ ინის სამი შვილიდან უფროსია. კიმ ჩუ-აე სავარაუდოდ, 12-13 წლისაა და მას უმცროსი და-ძმა ჰყავს.