პოლიტიკა

CIA-ს დირექტორი – დარწმუნებულები ვართ, ჩინეთის ხელმძღვანელობა რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატები „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, მაგრამ CIA-ის ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა ლეტალური აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს“, – განუცხადა CIA-ს დირექტორმა CBS News-ს.

გარდა ამისა, ბერნსის თქმით, ამერიკული მხარე ვერ ხედავს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ მტკიცებულებებს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია