პოლიტიკა

CNN -მოსკოვში, “გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა

CNN-ის ინფრორმაციით, მოსკოვში, “გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ. ხოლო წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანა იყო, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, გამოფენილი იყო 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

 

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია