პოლიტიკა

ცნობილმა რუსულმა ჯგუფმა ანტისაომარი კლიპი გამოუშვა და ქვეყანა დატოვა

ცნობილმა რუსულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, LITTLE BIG, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ დაგმო ღიად — ამჯერად, სიმღერით და მასზე გადაღებული კლიპით. ამასთან, ბენდმა ქვეყანაც დატოვა და, გავრცელებული ცნობით, ამჟამად ლოს-ანჯელესში იმყოფებიან.

სიმღერა, სახელწოდებით Generation Cancellation (“თაობის გაუქმება”), ისევე, როგორც მასზე გადაღებული კლიპი, სიმბოლოებითა და ალუზიებით მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება. ამასთან, იუთუბზე ატვირთული ვიდეოს აღწერაში ჯგუფი წერს:

“ომი არ დამთავრებულა. შეაჩერეთ ომი უკრაინაში. შეაჩერეთ ომი მსოფლიოში. ომს არავინ იმსახურებს”.

ასევე ნახეთ

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია