პოლიტიკა

დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

დაშავებული ბავშვები ღაზადან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს.

ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს. მათი თქმით, ღაზას სექტორში დაშავებული პალესტინელი ბავშვები თვითმფრინავით არაბთა გაერთიანებული საამიროებში გადაიყვანეს.

15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ.

ეს დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზადან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას აპირებენ.

ასევე ნახეთ

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია