პოლიტიკა

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – წერია განცხადებაში.

როგორც დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოითოვენ, რომ ირანმა და მისმა მარიონეტება შეწყვიტონ თავდასხმები.

ლიდერები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...