პოლიტიკა

„დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

როგორც ცნობილია, გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. კონფერენციის მიზანია, განიხილონ „სისხლის სამართლის მიხედვით, ძირითადი დანაშაულების კოორდინირებული გამოძიების“ უფრო ეფექტური მეთოდები.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიისა და კანადის იუსტიციის მინისტრების გარდა, ესწრებიან იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი დიდიე რეინდერსი, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი, უკრაინის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დენის მალიუსკა და ანდრეი კოსტინი.

 შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დანაშაულებრივი მეთოდებით აწარმოებს და მათ რიცხვს მიეკუთვნება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაც.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია