პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა ირანს სანქციები დაუწესა

   როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

სანქციები დაუწესდა ირანის სამხედრო ოფიცერს, სეიედ ჰოჯატოლა კურეიშის, რომელიც რუსეთთან დრონებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურს, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურს, საიდ აგაჯანის.

სამივე პირს აეკრძალება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათი აქტივები გაყინული იქნება.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია