უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, რადგან ცნობილია, რომ ოფიციალური თეირანი რუსეთს თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანული წარმოების თვითმფრინავები ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მასშტაბით ურბანული ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროსადგურების წინააღმდეგ გამოიყენეს.
ასევე, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის შემდეგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი უნდა იყოს.