პოლიტიკა

დმიტრო კულება – უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას ვალდებულება არ აუღია

უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება.

კულებას განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას დაეხმარება, რადგან ავიაციით მებრძოლები საკუთარ საჰაერო თავდაცვას ინარჩუნებენ, ავიაცია ასევე მნიშვნელოვანია კონტრშეტევისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი განსაკუთრებით დაინტერესებულია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ავიაგამანადგურებლებით.

ასევე ნახეთ

კოლუმბიის ჯუნგლებში 4 ბავშვი ავია კატასტროფიდან 17 დღეში ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მაისის თვის დასაწყისში მოხდა. მსუბუქმა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად …