პოლიტიკა

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 დონალდ ტრამპი  2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა ოფიციალური განაცხადი მაშინ შეიტანეს, როდესაც თავად ტრამპი ფლორიდაში, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.

„ამერიკის დაბრუნდება ზუსტად ახლა იწყება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 შეგახსენებთ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია