პოლიტიკა

დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენა.

ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს არის დაბარებული.

გამოძიება ძირითადად აქცენტირებყლი იყო დონალდ ტრამპის ქმედებებზე ორთვიან პერიოდში, არჩევნებში დამარცხებიდან კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

„არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია”, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპს კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული – საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობისთვის და პორნოვარსკვლავისთვის ფულის ფარულად გადახდისთვის.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია