პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან

მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ვიყოთ გაერთიანებული და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელების, დავრჩეთ ძლიერები და მტკიცეები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების უფლება. ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი. მოუთმენლად ველოდები ამ კვირაში ვისკონსინიდან საუბარს ჩვენს დიდ ერთან“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.

 

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია