პოლიტიკა

დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მას [პუტინს] სურს შეხვედრა, და ჩვენ ვემზადებით“, – თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს.

„პრეზიდენტ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს. მას ეს საჯაროდ აქვს ნათქვამი, და ჩვენ მასთან ერთად ეს ომი [უკრაინაში] უნდა დავასრულოთ. ეს არის სისხლისღვრა“, – დაამატა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი, 20 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია