პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.

მანამდე ტრამპი იმყოფებოდა საუდის არაბეთში, სადაც აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკები გაიმართა.

„მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა. სამი წელია ამას ვუყურებ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი… ისინი უკმაყოფილოები ყოფილან, რომ არ აქვთ ადგილი [მოლაპარაკების] მაგიდასთან. მათ ჰქონდათ ადგილი 3 წლის განმავლობაში და მანამდე დიდი ხნით ადრე. ძალიან მარტივად შეიძლებოდა მოგვარება. გამოუცდელი მომლაპარაკებელიც შეძლებდა დიდი ხნის წინ მოეგვარებინა, ბევრი ტერიტორიის დაკარგვის გარეშე, მცირე მიწებით, ადამიანების სიკვდილის გარეშე… ვფიქრობ, მე მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი და ეს ძალიან კარგად მიდის. მაგრამ დღეს მოვისმინე, რომ „ოო, ჩვენ არ დაგვპატიჟეს…“ სამი წელი იქ იყავით, უნდა დაგესრულებინათ… არასდროს უნდა დაგეწყოთ, შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, — განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი აცხადებს, რომ მას თავად შეეძლო უკრაინაზე ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ არავინ დაღუპულიყო და თითქმის მთელი ტერიტორიები შენარჩუნებულიყო.

დონალდ ტრამპს ასევე კითხვები აქვს იმ დახმარებაზე, რაც ამერიკამ უკრაინისადმი გამოყო.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას თქვა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მ გადასცა კიევს, როგორც ჩანს, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის მთელი ეს ფული? მე არასოდეს მინახავს მონაცემები“, — დასძინა ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში, სადაც საომარი მდგომარეობაა, არჩევნები არ ჩატარებულა, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კი 4%-მდე დავიდა.

„მე ვიტყოდი, რომ, იცით, როცა მათ სურთ მაგიდასთან ადგილი, უკრაინელ ხალხს არ მოუწევს თქვას: „იცით, დიდი ხანია, რაც არჩევნები არ ჩატარებულა?“. ეს არ არის რუსეთის [საკითხში], ჩემგან და ბევრი ქვეყნისგან მოდის“, — თქვა ტრამპმა.

 

ასევე ნახეთ

ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო

ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია