პოლიტიკა

დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

კერძოდ, დოკუმენტი 2014 წელს მიღებულ ოთხ სასანქციო სიას (პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას) ეხება, 2018 წელს მიღებულ ერთ სასანქციო სიას და 2022 წელს მიღებულ ერთ სასანქციო სიას.

ამავდროულად აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა აგრძელებს მოქმედებას, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აღმასრულებელი ბრძანებებით სანქციების დაწესების უფლებას აძლევდა 2014, 2018 და 2022 წლებში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია