პოლიტიკა

დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში – დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“

ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი, სამი შეკითხვა იქნება გატანილი ე.წ. რეფერენდუმზე: „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

უკრაინის ტერიტორიებზე „რეფერენდუმი“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. რუსეთის მიერ დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმების გამო, ევროკავშირმა შესაძლოა, მოსკოვს დაწესებული სანქციები გაუფართოოს.უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ „რეფერენდუმების“ ჩატარებას ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ეუთო გმობენ.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია