უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, – ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.
„11 ივლისს მაშველებმა ქალაქ ჩასივ-იარში მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ კიდევ 8 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის 9 წლის ბიჭის ცხედარი. გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა მარინკაში. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე“, – აღნიშნა კირილენკომ.
მისივე თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.