პოლიტიკა

დონეცკში, ომის დაწყებიდან, 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, – ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.

„11 ივლისს მაშველებმა ქალაქ ჩასივ-იარში მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ კიდევ 8 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის 9 წლის ბიჭის ცხედარი. გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა მარინკაში. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე“, – აღნიშნა კირილენკომ.

მისივე თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...