პოლიტიკა

დონეცკში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, გასული დღის განმავლობაში, კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

“რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდიივკაში, სევერსკში, პოკროვსკესა და ორლოვკაში. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი”,- აცხადებს კირილენკო.

მისივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დონეცკის ოლქში სულ მცირე 583 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1517 – დაშავდა. გუბერნატორი განმარტავს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია