პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაიდოს.

მან პოსტში მისი წინა და მიმდინარე საპრეზიდენტო ვადებისას მიღებული სამშვიდობო შეთანხმებებიც გაიხსენა.

“ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც მე მივაღწიე ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეთანხმებას. იმ შემთხვევაში შეთანხმება დაეყრდნო ვაჭრობას აშშ-სთან, რათა მოლაპარაკებებში გონივრულობა, ერთიანობა და სიბრძნე შემეტანა. ამაში ორი შესანიშნავი ლიდერი დამეხმარა, რომლებმაც სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება და შეაჩერეს ყველაფერი!”, – დაწერა ტრამპმა.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – რუსები უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ ორბანმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია