პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

 როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.

 კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”.

“ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ ომში არ ვმონაწილეობთ, ამიტომ ჩვენს შესაძლებლობებში არაა მისი გაჩერება, ვინაიდან, ჩვენ ამ კონფლიქტის მხარე არ ვართ”, – განაცხადა მაკრონმა.

 მისი აზრით,  ომის შეწყვეტა  გულისხმობს  ადგილზე ისეთი პირობების არსებობას, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, ჩათვალოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მომენტი დადგა.

ასევე ნახეთ

“ნახ­ვამ­დის, ქე­მალ” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქემალ ქილიჩდაროღლუს დაემშვიდობა

ჩვენ ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს, რომ უპა­სუ­ხოს შე­დე­გებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის – …