პოლიტიკა

ენდრიუ ლინკოლნი და დანაი გურირა „მოსიარულე მკვდრების“ სამყაროში ბრუნდებიან

AMC-მ სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირის, რიკ გრაიმსის შესახებ დაგეგმილ ფილმებზე უარი თქვა და მათ ნაცვლად მინი-სერიალს გადაიღებს. ამის შესხებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გრაიმსის როლს ენდრიუ ლინკოლნი დაუბრუნდება, დანაი გურირა კი კვლავ მისი პარტნიორის, მიშონის როლს შეასრულებს. მსახიობებმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს ფესტივალზე Comic Con შეატყობინეს. 6-სერიანი შოუს ავტორი სკოტ გიმპლი იქნება, ლინკოლნი და გურირა კი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.

სერიალი AMC-სა და AMC+-ზე 2023 წელს გამოვა. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...