პოლიტიკა

ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა

უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა.

ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა.

“სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ 12 ერთეული ოკუპანტებმა ესტაკადის ქვეშ შეიყვანეს” – აცხადებენ უკრაინულ კომპანიაში.

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო პლაცდარმად იყენებს, საიდანაც მათ შორის დნეპრის მეორე მხარეს მდებარე ნიკოპოლს ბომბავს. კიევის ინფორმაციით, რუსული არმია პერიოდულად სადგურის მიმართულებით ცეცხლს ხსნის, რათა ამაში უკრაინა დაადანაშაულოს და უკრაინის ენერგეტიკული ქსელებიდან სადგურის გათიშვის პროვოცირება მოახდინოს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია