პოლიტიკა

ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ მისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს „ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან, რომ ატომური ელეტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას არავინ დაიწყებს. მისივე თქმით, რუსეთი ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს და იქიდან უკრაინულ ძალებს ცეცხლს უხსნის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ატომური იარაღის გავრცელების შეკავებასთან დაკავშირებით გაეროში გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უკრაინელებს არ შეუძლიათ საპასუხო ცეცხლის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ ელექტროსადგურზე საშინელი კატასტროფა მოხდება“,- განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, თუ აქამდე რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების „ცოცხალ ფარს“ იყენებდა, ახლა აგრესორი ქვეყანა უფრო შორს წავიდა და „ბირთვული ფარის“ უკან იმალება.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია