პოლიტიკა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში აქცია იმართება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მადრიდში ათასობით ადამიანი აქციას მართავს. დემონსტრანტები პედრო-სანჩესს ესპანეთის კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

როგორც მედია წერს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მადრიდის ცენტრში 30 ათასი ადამიანია შეკრებილი, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მიტინგზე 700 ათასი ადამიანია მისული.

აქციის ლოზუნგია „ესპანეთისთვის, დემოკრატიისთვის და კონსტიტუციისთვის“. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს მოღალატეს უწოდებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

დემონსტრაციის ორგანიზატორები მემარჯვენე მოძრაობები და კონსერვატიული პარტიები არიან. მათ უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც ამბოხის წაქეზებისთვის სასჯელი შემსუბუქდა. აღნიშნული მუხლით გასამართლებული არიან კატალონიის ყოფილი ლიდერები, რომლებმაც 2017 წელს რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარეს.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია