პოლიტიკა

EU სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

აუცილებელია დეესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრული დაცვა, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება გადაწყვეტილების მოსაძებნად.

ევროკავშირი მზადაა დაძაბულობის დაძლევაში დასახმარებლად და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ჩართულობის გასაგრძელებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები დაიწყო, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია