ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის სეიმი (პარლამენტი) ავრცელებს.
პოლონეთის სეიმის თანახმად, წერილის ინიციატორები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელები ბარბარა ბარტუსი და ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენე, შესაბამისად. წერილს ასამბლეის 21 ქვეყნიდან 80-ზე მეტმა დელეგატმა მოაწერა ხელი.
წერილი ავსტრიის მთავრობასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარისადმი არის მიმართული, რათა 23-24 თებერვალს ვენაში დაგეგმილ სესიაზე რუსულ დელეგაცია არ იქნას დაშვებული.
“რუსული დელეგაციის მონაწილეობა სესიაში, რომელიც უკრაინაში უკანონო, არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი შეჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ შედგება, არა მხოლოდ არ მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობას პოზიტიურ სიგნალს, არამედ პროვოკაციადაც შეიძლება იქნას აღქმული. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას დეზინფორმაციის, “ფეიკ” ამბებისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელ ფორუმად გამოიყენებს. ასე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსული პროპაგანდის გადამცემის როლამდე იქნება დაყვანილი”, – წერია პოლონეთის სეიმის განცხადებაში.