პოლიტიკა

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრება.

ამ ეტაპზე საიტები, როგორიცაა Rail Europe და Omio, უკვე გვთავაზობენ საერთაშორისო სარკინიგზო მგზავრობას, თუმცა თითოეული ქვეყნისთვის ცალკე ბილეთის დაჯავშნა მაინც აუცილებელია. ახალი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს პროცესის გამარტივებას მათთვის, ვინც დიდხანს მოგზაურობს ევროპის მასშტაბით.

ერთიანი ბილეთების სისტემის დანერგვის წინადადება წამოაყენა ევროკავშირის ახალმა კომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტასმა. მან ასევე ისაუბრა მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელის შექმნის გეგმებზე, რომელიც უფრო ეფექტურად დააკავშირებს ევროპულ დედაქალაქებს.

ასევე ნახეთ

ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპი „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია