პოლიტიკა

ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა, “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე პრიგოჟინის მოადგილე, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. რუსეთის ავიაციის სააგენტო ადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრების სიაში პრიგოჟინის გვარიც იყო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია