პოლიტიკა

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართება და ასევე პრეზიდენტი ზელენსკი დაპატიჟებულია ბრიუსელში“, – აღნიშნა ევროკავშირის პრესსპიკერმა.

მისივე განმარტებით, ზელენსკის ბრიუსელში მიწვევა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. სამიტის ჩატარების ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის.

ოფიციალური პირების თქმით, სამიტზე მთავარი საკითხი იქნება ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ევროპელი ლიდერები ასევე შეაფასებენ უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრინების გზაზე მიღწეულ პროგრესს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია