პოლიტიკა

ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ

 ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. 

„უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 მილიარდ ევროზე უკრაინისთვის, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს. ეს იძლევა მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მომავალი წლისთვის. ეს არის თანხა, რომელსაც უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას აუკრძალა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია