პოლიტიკა
European Union flags flutter outside the European Commission headquarters, where Brexit talks are taking place, in Brussels, Belgium, December 24, 2020. REUTERS/Yves Herman

ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გადაწყვეტილების ფორმალიზება ხუთშაბათს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერების სამიტზეა მოსალოდნელი.

“განსაკუთრებით მოხარული ვარ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით და ასეთ რთულ პერიოდში უკრაინის რეფორმების ძალისხმევის აღიარებით. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის გზაზე და ჩვენ შევთანხმდით, რომ დავუბრუნდეთ „ასოცირებული ტრიოს“ მდგომარეობას ევროკომისიის მიერ მომავალ გაზაფხულზე მოწოდებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე”, – განაცხადა ჩეხეთის ევროპული საქმეების მინისტრმა, მიკულაშ ბეკმა, რომლის ქვეყანაც ამ მომენტისთვის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას იკავებს.

შეგახსენებთ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი ბოსნია და ჰერცეგოვინამ 2016 წელს გააკეთა. 2022 წლის ოქტომბერს კი ევროკომისიამ გარკვეული პირობებით ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია