პოლიტიკა

ევროკომისია დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციის ინიციატივით გამოდის

 ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების ფული, 19 მილიარდი ევრო, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი და მისი პარტნიორები მუშაობენ იმაზე, რომ თანხების მართვა და მათი ინვესტირება შეძლონ. შემოსული თანხა უკრაინაში წავა, რათა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს.

„ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო შეთანხმებაზე ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ლეგალური გზები, რომ მივაღწიოთ ამას”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, გაერო-ს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზირებული სასამართლო რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია