პოლიტიკა

ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ევრომდეა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2023 წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

 ორივე ლიდერმა აღიარა სახელმწიფო არსებითი ფუნქციების პროგნოზირებადი და რეგულარული დაფინანსების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

„მხარდაჭერა უაღრესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით, საპროცენტო ხარჯების დაფარვით, ასევე ხელს შეუაწყობს უკრაინის რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  როგორც ცნობილია,  პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მიერ მიმდინარე სამუშაოები უკრაინას დაუყონებლივ ჰუმანიტარული მხარდაჭერის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია