პოლიტიკა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

 ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“.

 ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

 ევროპარლამენტის განცხადების თანახმად, ეს გამოიწვევს მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ და ღრმა შემზღუდველ გავლენას მოახდენს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობებზე.

როგორც ცნობილია, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია