პოლიტიკა

ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა

ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია.

მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა“. კერძოდ, ქვეყანა, რომელსაც ბელგიის ხელისუფლებაში არ ასახელებენ, ცდილობდა ევროპარლამენტზე ზეგავლენის მოხდენას „დიდი თანხის გადახდით და დიდი საჩუქრების შეთავაზებით მესამე მხარეებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიცია აქვთ ევროპარლამენტში“.

ბელგიური გამოცემები Le Soir და Knack ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ საუბარია კატარზე, რომლის ოფიციალური პირები ყოფილი იტალიელი დეპუტატის მოქრთამვას ცდილობდნენ.

სამართალდამცავებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე განახორციელეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

 

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია