პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

 ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა.

 როგორც ცნობილია, ქვეყნის მიერ შენგენის ზონაში შესასვლელი პირობების შესრულების შესახებ ანგარიშს 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 53 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 25-მა თავი შეიკავა.

 “შენგენის ზონაში შესასვლელად ხორვატიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე სრული შეფასება გაიარა. მან შენგენის კანონმდებლობის 8 განყოფილებაში 281 რეკომენდაცია დააკმაყოფილა. ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დაადასტურეს ქვეყნის მზაობა ბოლომდე დააკმაყოფილოს შენგენის წესები. ევროპარლამენტი სრულიად ეთანხმება: შიდა სასაზღვრო კონტროლის გაუქმება ამა წლის ბოლომდე უნდა მოხდეს!”, – აღნიშნა მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა პაულო რანგელმა.

 შეგახსენებთ, 2021 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ დაადასტურა, რომ ხორვატიამ შეასრულა შენგენის ზონაში შესასვლელი ყველა მოთხოვნა.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია