პოლიტიკა

ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას დანაშაული და ბარბაროსობა უწოდეს

ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას დანაშაული და ბარბაროსობა უწოდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა სასწრაფო სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მაკრონმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება რიგითი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ესაუბრა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მან უკრაინის ლიდერს ბერლინისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა დაუდასტურა.

„კანცლერი შოლცი დილით ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შექმნილ სიტუაციაზე. სატალეფონო საუბრის დროს მას აცნობეს კიევში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. კანცლერმა დაადასტურა გერმანიისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სოლიდარობა უკრაინის მიმართ. მან თქვა, რომ გერმანია გააკეთებს ყველაფერს დამატებითი დახმარების მობილიზაციისთვის, განსაკუთრებით დაზიანებული და დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღსადგენად“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ჰებეშტრაიტმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ რუსეთის სარაკეტო დარტყმებს „ბარბაროსული აქტი და სამხედრო დანაშაული“ უწოდა და დაამატა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ომში.

ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგაროო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა მიუღებელია და ეს პუტინის სისუსტეზე მიუთითებს.

უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს ევროკავშირში. „

დიახ ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ბარბაროსული, მხდალი თავდასხმები და ჩვენებს, რომ რუსეთი ირჩევს მოქალაქეების უმისამართო დაბომბვას“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია