პოლიტიკა

ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

 ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

 შესაბამის რეზოლუციას მხარი 547-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 49 წინაღმდეგ წავიდა, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.

 რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის ინტეგრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამან 2023 წლიდან უნდა გააუქმოს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები.

 ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ რუმინეთმა და ბულგარეთმა რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა შესამაბისი მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა ევროკავშირის საბჭომ დღემდე ვერ მიიღო მათი ინტეგრაციის გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია