პოლიტიკა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები

რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები, – ამის შესახებ ვილნიუსში რუმინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ლანდსბერგისმა ლიეტუვაში ვიზიტით მყოფ ბოგდან აურესკუსთან უკრაინის, ასევე მოლდოვაში ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხები განიხილა. ლანდსბერგისის თქმით, ევროპა არ უნდა მოდუნდეს და თავიდან უნდა აიცილოს რუსეთის მცდელობები, ზიანი მიაყენოს მოლდოვასა და სხვა ქვეყნებს.

„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი ჩაეფლო ბახმუტის ტალახში, ის იმდენად არის დაკავებული, რომ მთელი მისი სამხედრო და პოლიტიკური ყურადღება მიმართულია მხოლოდ უკრაინისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საშიში მეზობელი, რომელმაც აჩვენა წარსულში, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. ის შეიძლება, იყოს აქტიური მოლდოვაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მოლდოვისთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ზიანის მიყენების შესაძლო მცდელობები. მე ვერ უარვყოფ იდეას, რომ რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია